fbpx
კრიმინალი

საბერძნეთის პოლიცია 81 წლის მამაკაცის ფოტოებს ავრცელებს – ის თავისუფალია

საბერძნეთის პოლიცია 81 წლის მამაკაცის ფოტოებს და ვინაობას ავრცელებს, რომელსაც ბრალად 11 წლის გოგონას სექსუალური შევიწროვება ედება. ის დანაშაულს უარყოფს.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი თესალონიკში ხდებოდა. მამაკაცი გასულ ხუთშაბათს დააკავეს და საქმის განხილვის შემდეგ, გარკვეული პირობებით გაათავისუფლეს. ის თავად დანაშაულს არ აღიარებს.

მისი ფოტოები თესალონიკის პროკურორის ოფისის ნებართვის საფუძველზე გავრცელდა.

მოხუცის ბედი ჯერჯერობით გაურკვეველია.

ის არის 1937 წელს, თესალონიკში დაბადებული ხარალამბო ბოიციდი.

onalem

ტესტ