საბერძნეთის პოლიცია 63 წლის ბერძენი მამაკაცის ფოტოებს ავრცელებს

თესალონიკის პროკურატურის შესაბამისი ბრძანებით, გასაჯაროვდა პირადი მონაცემები და ფოტოსურათები 63 წლის დამნაშავე მამაკაცისა, რომელიც თესალონიკის ტერიტორიაზე უამრავი თაღლითობის ავტორი და მონაწილეა.

63 წლის მამაკაცის წინააღმდეგ აღძრული საქმის მასალებში, უხვადაა წარმოდგენილი მისი პროფესიონალური თაღლითობის მაგალითები, ანდაც თაღლითობის მცდელობები. მამაკაცი უკვე დაკავებულია და შესაბამის უწყებაშია გადაყვანილი.

უფრო კონკრეტულად, მამაკაცის სახელია კარპეტოპულო ნიკოლაო და დაბადებულია 1955 წელს, ლარისაში.

გამოძიების შედეგების მიხედვით, გამოვლინდა მამაკაცის დანაშაულებრივი ქმედებები. კერძოდ, იგი საგადასახადო სამსახურის დირექტორად ასაღებდა თავს. მისი მსხვერპლი ძირითადად, ხანში შესული მოქალაქეები იყვნენ, რომელთა ნდობას დამნაშავე ადვილად იმსახურებდა. მოქმედების არეალი, თესალონიკი იყო. იგი ტელეფონით უკავშირდებოდა პოტენციურ მსხვერპლებს და მოპოვებული ნდობის ხარჯზე, თაღლითური გზით, ფულს სძალავდა მათ. ატყუებდა, რომ მისი ნათესავი საავადმყოფოში იწვა და პირველადი საჭიროებებისთვის მსხვერპლისგან თანხას “სესხულობდა”, რომელსაც, რა თქმა უნდა, უკან აღარ უბრუნებდა.

melano

ტესტ