fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

საბერძნეთის პოლიცია 62 წლის მამაკაცის ფოტოებს ავრცელებს, რომელიც ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებაშია ბრალდებული

საბერძნეთის პოლიცია მამაკაცის ფოტოებს ავრცელებს, რომელსაც ბრალად ბავშვთა პორნოგრაფიული მასალის გავრცელება ედება. ის 61 წლის ყოფილი პოლიციის თანამშრომელია, ფარსალადან.

კერძოდ, მამაკაცი დეკემბერში დააკავეს. თუმცა, მისი დანაშაული მხოლოდ ბავშვებისთვის პორნო სურათების გადაღება-გავრცელებით არ შემოიფარგლება, მას ასევე ბრალად ედება ნარკოტიკების შენახვა.

როგორც ცნობილია, მამაკაცი გასული წლის დეკემბერში დააკავეს, როდესაც პოლიციაში 15 და 17 წლის გოგონების საჩივარი შევიდა. ყოფილმა პოლიციელმა მათი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობით ისარგებლა და მოტყუებით პორნო გადაღებაში მიაღებინა მონაწილეობა.

მამაკაცის სახლში აღმოაჩინეს კომპიუტერები და სხვადასხვა ტექნიკა, რომელიც მის დანაშაულს ამტკიცებს.

onalem

ტესტ