fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის პლაჟებს საერთაშორისო ჯილდო და მეორე ადგილი მიენიჭათ

საბერძნეთის სანაპიროებმა წელს ”ლურჯი დროშების” რაოდენობის მიხედვით, მსოფლიოში მეორე ადგილი დაიკავა. პირველი კი ესპანეთს ერგო.

სულ 486 დროშიდან, 56-ით მეტი, ვიდრე გასულ წელს, საბერძნეთში ჩამოვიდა. მათი უმრავლესობა მიენიჭა ხალკიდიკის, ჩრდილოეთ საბერძნეთის, კრეტის და კიკლადესის კუნძულების პლაჟებს.

”ლურჯი დროშა” არის საერთაშორისო ყოველწლიური ჯილდო, რომელიც უკვე 30 წელია ენიჭება პლაჟებს, მას შემდეგ, რაც გარკვეულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ. ესენია: წყლის სისუფთავე, გარემოს დაცვა, ადმინისტრაციული წესრიგი და უსაფრთხოება.

onalem

ტესტ