fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის პლაჟები ნამდვილად ”ოსკარს” იმსახურებს!

ბერძნული ზაფხულის სინონიმი რა თქმა უნდა უთვალავი და ულამაზესი სანაპიროა, ფირუზისფერი წყლებით. ეს ადგილები ტურისტებს დაუვიწყარ სიამოვნებას და დასვენებას ჰპირდებიან. გაგაცნობთ რამდენიმე საუკეთესო სანაპიროს, რომელთაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ:

ელაფონისი

კრეტაზე ერთ-ერთი ყველაზე ეგზოტიკური პლიაჟი, რომელიც ხანიადან დაახლოებით 80 კილომეტრში სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს. ეს გრძელი სანაპიროა, რომელიც ცალკეული კუნძული გეგონებათ. ფირუზისფერი წყლის სიღრმე 1 მეტრს არ აღემატება.

პორტო კაციკი

სანაპირო ლეფკადას სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ხმელთაშუა ზღვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი კლდეებით გარშემორტყმული პლაჟი, თეთრი ქვიშით.

”სიყვარულის არხი”

რომანტიკული სანაპირო კორფუზე, ნამდვილი ბუნების შედევრი. აქ არის შთამბეჭდავი გეოლოგიური ფორმაციები, კოროზირებული ქარისგან და მარილისგან, რომლებიც ზღვაშია შეჭრილი და არხებსა და ქვაბულებს ქმნიან. ლეგენდის მიხედვით, წყვილი, რომელიც აქ გაცურავს, თავის სიყვარულს მთელი ცხოვრება შეინარჩუნებს.

ბალოსი

ხანიის დასავლეთ ნაწილში, კისამოსის ყურეში, თქვენ შეგიძლიათ იხილოთ რამდენიმე განსაკუთრებული სილამაზის პატარა კუნძული. ულამაზესი პეიჟაზი, ფირუზისფერი რიფები. ბალოსის განსაკუთრებული ხიბლი უქარო სანაპიროებია, თეთრი ქვიშითა და ლურჯი ზღვით.

მირტოსი

კეფალონიის მთავარი პლაჟი, რომელსაც უამრავი ჯილდო აქვს მიღებული, ფისკარდოდან 15 კილომეტრში მდებარეობს. აქ სიმწვანე და უზარმაზარი კლდეებია და შეგიძლიათ მზის ჩასვლისას შექმნილი ულამაზესი ხედით დატკბეთ.

ნავაგიო

ზაკინთოს ერთ-ერთი უძვირფასესი ღირშესანიშნაობა. ის ევროპის ყველაზე ცნობილი პლაჟების სიაშია. რაც მთავარია აქ არის გემი ”Panayiotis”-ის ფრაგმენტები, რომელიც 1982 წელს ჩაიძირა.

ვოიდოკილია

სანაპირო მესინიაში მდებარეობს. აქ უამრავი ღირშესანიშნავი ძეგლია აღმოჩენილი. ნახევარწრეს ფირუზისფერი წყლები და ულამაზესი სანაპირო ქმნის, რომელიც თითქოს უძველეს თეატრს ჰგავს.

onalem

ტესტ