fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის პასუხი ლოზანის ხელშეკრულებაზე

“თურქეთმა განიცადა ზიანი ტურიზმის სფეროში, თურქეთს არაფერი აქვს დასაკარგი საბერძნეთისგან განსხვავებით, რამდენი ხანიც ვაკეთებთ დაშვებებს მით უფრო ზიანდება ქვეყნის ეკონომიკა” – განაცხადა ნაოსნობისა და კუნძულების პოლიტიკის მინისტრმა – პანაგიოტის კურუპლისმა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ არ უნდა ვაცხადებდეთ ყოველდღიურად დარღვევებს ჩვენ ტერიტორიაზე, რადგან ამით ვაზიანებთ ტურიზმს და მხოლოდ ჩვენი კუნძულების მაცხოვრობლები ზიანდებიან, ვინაიდან ამ ფაქტებიდან გამომდინარე ტურისტების რიცხვი მცირდება ჩვენს ქვეყანაში. ამ პრობლემების მოსაგარებლად არსებობს ქვეყნის პრეზიდენტი, თავდაცვის მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი და მათ შეუძლიათ ზომების მიღება ამგვარი პრობლემების მოსაგვარებლად.

მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა თურქული ვერთმფრენის ფაქტზეც და თქვა, რომ საბერძნეთი არ არის ისეთი ქვეყანა როგორიცაა სირია და ერაყი. თურქები არ დაარღვევენ ჩვენს საზღვრებს თუ ეცოდინებათ, რომ ჩვენ პასუხს გავცემთ შესაბამისი ზომების მიღებით.