fbpx
რელიგია

საბერძნეთის პარლამეტს ბრალად ქრისტიანობის დაცინვა და ისლამის წახალისება ედება

საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელოება პარლამენტის დეპუტატებს მორწმუნეების უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს.

სამღვდელოება კრემაციის პროცესს აპროტესტებს, რომელიც საბერძნეთში შარშან ოფიციალურად გაფორმდა. მართლმადიდებელი ქრისტიანები, რომლებიც მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ, გმობენ აღნიშნულ პროცედურას.

მიტროპოლიტი აცხადებს: ”ჩნდება კითხვა საბერძნეთის მმართველ პარტიასთან დაკავშირებით, რატომ წამოსწია პარტიის 34-მა დეპუტატმა წინ მუსლიმანური ტრადიცია და თავისი ინიციატივა ეკონომიკური და სოციალური მიზეზებით გაამართლა. ხოლო 40 დღის წინ კი, ამ პარტიის ზოგიერთი წევრი დიდი პათოსითა და ემოციებით აპრტოტესტებდა იგივე კანონს.”

მან აღნიშნა, რომ ის არ არის კრემაციის წინააღმდეგი, უბრალოდ აღშფოთებულია პარლამენტართა ქცევების შეუსაბამობით. მას არ მოსწონს, რომ ისინი ქრისტიანურ რელიგიას დასცინიან და ამავე დროს, პატივისცემით ეპყრობიან ისლამს.

”ცხადია, რომ მათი გადაწყვეტილებები საკონსტიტუციო რეფორმებთან დაკავშირებით, არ არის დამოუკიდებელი, ეს კი ნიშნავს, რომ მმართველი მარტია და ხელისუფლება არის დე-ფაქტო და ისინი არ სცემენ პატივს ერთმანეთის რელიგიურ იდენტობასა და თავისუფლებას,” ამბობს მიტროპოლიტი.

onalem

ტესტ