fbpx
პოლიტიკა

საბერძნეთის პარლამენტმა ტერიტორიული წყლების გაფართობა უნდა გადაწყვიტოს

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, ალექსის ციპრამ, რომელსაც ამჟამად, საგარეო საქმეთა მინისტრის როლიც აქვს მორგებული, განაცხადა, რომ საბერძნეთი განსაზღვრავს, როდის და როგორ გაფართოვდება თავისი ტერიტორიული წყლები. ეს მოხდება პარლამენტის გადაწყვეტილებით და არა საპრეზიდენტო განკარგულებით. ამ შენიშვნებს მოჰყვა მინისტრთა კაბინეტის შეხვედრა, რომელიც სამშაბათს გაიმართა.

შეხვედრის დროს, ყურადღება გამახვილდა იმაზე, თუ როგორ ჩატარდება ბრიფინგები და მოლაპარაკებები სხვა პოლიტიკურ პარტიებთან იქამდე, სანამ ეს საკითხი პარლამენტამდე მივა.

ციპრამ გადაწყვიტა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ექსპერტთა საბჭო მოიწვიოს ამ საკითხზე სამუშაოდ.

სამინისტროს ცნობით, ციპრას სურს, რომ ყველა მხარემ გამოხატოს საკუთარი მოსაზრება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

მინისტრთა კაბინეტის შეხვედრაზე, დისკუსიის სხვა თემები იყო ზოგადად, ბერძნულ-თურქული ურთიერთობები; ციპრას მზადება თურქეთში ვიზიტისთვის, რომელიც თავად ქვეყნის პრეზიდენტმა, ერდოღანმა მიიწვია; ალბანეთთან და აშშ-სთან ურთიერთობა და ბოლოს, ციპრას მომავალი ვიზიტი რუსეთში.

onalem

ტესტ