fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის ორი კუნძული ყველაზე ეკონომიურ დასასვენებელ ადგილთა სიაში

გასულ სეზონთან შედარებით დასვენების ღირებულება საბერძნეთის კუნძულებზე თითქმის 5%-ით შემცირდა, რაც მათ კიდევ უფრო პოპულარულს ხდის. საუბარია კერკირასა (კორფუ) და კრეტაზე.


კრეტა

ეს შედეგები Travel Money-მა 2017 წელს ჩატარებული კვლევის შედეგად მიიღო. აღნიშნული ორი დანიშნულება ზოგადად იმ 15 ადგილს შორის მოხვდა, რომლებზე დასვენებაც განსაკუთრებით ხელმისაწვდომია ოჯახებისთვის.


კორფუ

ექსპერტებმა დაითვალეს საცხოვრებლის, საკვების, დასალევის, მოგზაურობის და პლაჟზე საჭირო ნივთების ხარჯები და მათი დასკვნით, კრეტა ბევრად იაფია, ვიდრე კორფუ. მაგრამ ორივე მათგანზე არსებული ფასები სიიაფის მხრივ არც კი შედარდება ისეთი პოპულარული კურორტების ფასებს, როგორებიცაა იბიცა (ესპანეთი), სორენტო (იტალია) და ნიცა (საფრანგეთი). საბერძნეთში ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებს ბევრად ეკონომიურად შეუძლიათ დასვენება.

onalem

ტესტ