საბერძნეთის მთავრობა საკონსტიტუციო რეფორმებისთვის ემზადება

საკონსტიტუციო რეფორმა მოიცავს სახელწიფოს ეკლესიისგან გამოყოფას.

საბერძნეთის მთავრობა ცდილობს, რომ კრედიტორებთან რთული მოლაპარაკებების დისკურსი შიდა პოლტიკურ სიტუაციაზე გადაიტანოს და ამზადებს ახალ წინადადებებს საკონსიტუციო რეოფრმებთან დაკავშირებით.

გეგმა ორშაბათს ბერძნულ გაზეთ “Avgi”-ში დაიბეჭდა. სტატიაში საუბარია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, დეპუტატებისთვის 2 წლიან მოქმედების ვადაზე და სახელმწიფოს ეკლესიისგან გამოყოფის თემაზე.

რეფორმების სამზადისი საგარეო საქმეთა მინისტრის მოთხოვნის საფუძველზე, მეცნიერთა და პროფესორთა კომიტეტის მიერ დაიწყო.

რეკომენდაციები ასევე მოიცავს ინსტიტუტების შექმნას პირდაპირი დემოკრატიისთვის, მაგალითად რეფერენდუმებს, რომლებიც უზრუნველყოფენ 500,000 ხელმოწერას ეროვნული ინტერესების საკითხებზე და ერთ მილიონ ხელმოწერას ეკონომიკის სფეროში კანონმდებლობის თაობაზე.