fbpx
ეკონომიკასაზოგადოება

საბერძნეთი: ფულადი დანამატი მათ, ვისაც დაბალი შემოსავალი აქვს ან ვერ მიიღებს საშობაო საჩუქარს

“საშობაო საჩუქრის” და სახელფასო ნამატების გარდა, მთავრობაში განიხილავენ მე-13 პენსიისა და ხელფასის თემას.

აღნიშნული დანამატი ეკუთვნის ყველას, ვინც ვერ მიიღებს” საშობაო საჩუქარს” და ასევე, მათ, ვისაც ძალიან დაბალი შემოსავალი აქვს.

პენსიონერებისთვის ეს იქნება სოციალური დანამატი, რომელიც განისაზღვრება, როგორც მე-13 პენსია.

სოციალური დანამატი უკვე მესამე წელია რაც გაიცემა. მთავრობა ფიქრობს, რომ დანამატს საჩუქრის სახე მისცეს, რომელსაც პენსიონერები და დასაქმებულები ყოველწლიურად მიიღებენ.

ბენეფიციარები იქნებიან ისინი, ვინც, ამჟამად სოციალურ დანამატს იღებს.

მე-13 პენსიის და ხელფასის ზუსტი რაოდენობა ჯერ განსაზღვრული არ არის.

შესაძლოა, იგი სოციალური დანამატის ოდენობის ტოლი იყოს. ეს საკითხი ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია.

onalem

ტესტ