fbpx
ეკონომიკასაბერძნეთი

საბერძნეთის მთავრობა კაპიტალ კონტროლს ამსუბუქებს

საბერძნეთის მთავრობამ ახლო მომავალში კაპიტალ კონტროლის შემსუბუქება გადაწყვიტა, რომელიც მათ 2015 წელს აამოქმედეს. მწვავე ფინანსური კრიზისის ფონზე ეს ერთ-ერთი საშუალება იყო ანგარიშებიდან თანხის მასობრივი გატანა თავიდან აეცილებინათ.

გადაწყვეტილებას ხელი საბერძნეთის ფინანსთა მინისტრმა ევკლიდ ცაკალატოსმა მოაწერა. დადგენილება გულისხმობს, რომ პირველი სექტემბრიდან საბანკო ანგარიშების მომხმარებელთათვის კონტროლი შემსუბუქდება.

ანგარიშის მფლობელს საკრედიტო ბარათიდან თვის მანძილზე 1,800 ევროს გამოტანა შეეძლება. ამ დრომდე, შესაძლებელია ორი კვირის მანძილზე მხოლოდ 840 ევროს გამოტანა, ან 1064 ევროს გამოტანა 28 დღის მანძილზე.

ასევე რიგი შეზღუდვებია ანგარიშების გახსნაზე, რომლითაც მოსახლეობა ხელფასს ზოგავს.

ზოგიერთი ზომები ხელს შეუწყობს ბიზნესმენებს, საკუთარი საქმე აკეთონ უცხოელ პარტნიორებთან ერთად, საზღვარგარეთ.

მომდევნო ორი კვირის მანძილზე ცნობილი გახდება შეზღუდვების მოხსნის დეტალები.

onalem

ტესტ