fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის კუნძულებზე სამედიცინო პერსონალის მკვეთრი დეფიციტია

საბერძნეთის კუნძულები ყველა ტურისტისთვის საყვარელი დასასვენებელი ადგილია. თუმცა, საჯარო საავადმყოფოების მუშაკთა ფედერაცია (POEDIN) აცხადებს, რომ მათ არ ჰყავთ საკმარისი სასწრაფო დახმარების მანქანები და არსებობს თანამშრომელთა მკვეთრი დეფიციტი.

ადგილობრივებმა პრობლემის თავად მოგვარება გადაწყვიტეს და საჭიროების შემთხვევაში პირველადი დახმარების გაწევას არაკვალიფიციური პირები ცდილობენ ხოლმე.

POEDIN-ის ინფორმაციით სასწრაფო დახმარების მანქანები უმოქმედოდ დგანან, რადგან არ არის პერსონალი, რომელიც მათ მართავს. ხშირად საჭესთან სხდებიან მღვდლები, საჯარო მოსამსახურეები ან სულაც ჩვეულებრივი მოქალაქეები, რომელთაც რეალურად პირველადი დახმარების აღმოჩენა არ შეუძლიათ.

ზოგიერთ პოპულარულ კუნძულზე, მაგალითად სანტორინზე, მხოლოდ 7 სასწრაფო დახმარების მანქანა არსებობს, მიკონოსზე 8, სხვა დანარჩენზე კი მხოლოდ 2.

onalem

ტესტ