საბერძნეთის კუნძულები რუსეთის მოქალაქეებს უვიზო რეჟიმს სთავაზობს

ევროკავშირის ლიდერებმა სთხოვეს ეგეოსის კუნძულების ხელისუფლებას დააჩქაროს საპილოტე პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს თურქეთის ტერიტორიიდან ტურისტების ვიზის გარეშე შეშვებას. ეს პროგრამა შეეხება ტურისტებს რუსეთიდან, ირანიდან და თურქეთიდან.
რეგიონის გუბერნატორმა გიორგოს ხაძიმარკოსმა გაუგზავნა საპასუხო წერილი მიგრაციის, შინაგან საქმეთა და მოქალაქეობის უმაღლეს წარმომადგენელს, დიმიტრი ავრამოპულოსს, რომელშიც აღნიშნავს, რომ ეს ინიციატივა ძალაში ამ წლის მარტში შევა.
ოფიციალური პირების განცხადებით, ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას მთელ რიგ კუნძულებზე (კოსი, ხიოსი, ლესვოსი, სამოსი), რომლებმაც განიცადეს უცხოელი ტურისტების ნაკლებობა, მიგრანტების ნაკადის გამო.
მოსალოდნელია, რომ ტურისტები შემოვლენ საბერძნეთის კუნძულების პორტებში, კრუიზის ფარგლებში, რომლებიც დაიწყება თურქეთის ქალაქებიდან, ბოდრუმიდან და იზმირიდან.
უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომლებიც თურქეთის კურორტებიდან შემოდიოდნენ საბერძნეთში, მოქმედებდა 2013-2014 წლებში, მას შემდეგ კი, ევროკავშირის სანქციებთან დაკავშირებით, ეს პრაქტიკა შეწყდა.