საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრის გეგმა: კონტრაცეპტივებზე უფასო წვდომა ქალებს

საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრმა ანდრეას ხანთოსმა 31 მარტს თავისი გეგმის შესახებ ისაუბრა. გეგმა ეხება ქალბატონების თავისუფალ წვდომას კონტრაცეპტივებზე. გათვალისწინებულია, რომ მათ შორის უნდა იყვნენ როგორც EOPYY-ის დაზღვევის ქვეშ მყოფი, ასევე დაუზღვეველი პირები.

ხანთოსმა ადამიანის უფლებების კომიტეტის სხდომაზე რეპროდუქციის პრობლემა განიხილა და აღნიშნა, რომ ის უკვე შეუთანხმდა EOPYY-ს წარმომადგენლებს, რაც ნიშნავს, რომ მისი გეგმა განხორციელებადი და რეალურია.

მისი თქმით, კონტრაცეპტივების მიღება არ უნდა გახდეს ცხოვრების წესი. ამ პროგრამის მიზანი მხოლოდ აბორტების თავიდან აცილებაა. პრეპარატებს თან უნდა ახლდეს ინფორმაცია და მოხმარების წესი. ასევე, საჭიროა, რომ სკოლებში დაიწყოს სექსუალური განათლების მიცემა ბავშვებისთვის.