fbpx
განათლებასაბერძნეთი

საბერძნეთის განათლების მინისტრი: ”უნივერსიტეტში ჩასაბარებლად სახელმწიფო გამოცდები არ გაუქმდება”

მიუხედავად წარსულში გაკეთებული განცხადებებისა, საბერძნეთის განათლების მინისტრმა, კოსტას გავროღლუმ თქვა, რომ უმაღლეს სასწავლებლებში მოსახვედრად, ბერძენ მოსწავლეებს გამოცდების ჩაბარება მაინც მოუწევთ.

საბერძნეთის მთავრობამ პირობა დადო, რომ ალექსის ციპრასის მიერ გაკეთებული განცხადების მიუხედავად, რომელიც გამოცდების გაუქმებას უკავშირდება, ეს საკითხი ძალაში, უბრალოდ, არ შევა.

განათლების პოლიტიკის ინსტიტუტის პრეზიდენტმა, გერასიმოს კუზელისმა, წარადგინა უმაღლესი სასწავლებლის ახალი გეგმა, რომელშიც განმარტავს, რომ უნივერსიტეტში გამოცდების ჩაბარების გარეშე მოხვედრა, უბრალოდ, შეუძლებელია.

კუზელის თქმით, 2020 წლიდან სტუდენტებს უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად და ბაკალავრის ხარისხის მოსაპოვებლად ოთხი გამოცდის ჩაბარება მოუწევთ: ესე ბერძნულ ენაში (რომელიც ყველასთვის სავალდებულო იქნება), ორი კურსი, რომელიც მათი მომავალი პროფესიის სფეროს ეხება, ხოლო ერთი მათგანი მათი არჩევანის მიხედვით.

onalem

ტესტ