საბერძნეთის ფსიქიატრიული ასოციაცია: რატომ არ უნდა შეიცვალოს ბავშვმა სქესი 15 წლის ასაკში

წერილი, რომელიც საბერძნეთის ბავშვთა ფსიქიატრიულმა ასოციაციამ გაავრცელა, შოკისმომგვრელია. საუბარია გადაწყვეტილებაზე, რომელიც იუსტიციის მინისტრმა სტავროს კონტონისმა მიიღო. გადაწყვეტილების მიხედვით, ადამიანს, რომლის შინაგანი იდენტობა არ არის ფიზიკური, ფაქტობრივი სქესის შესაბამისი, შეუძლია სქესის შეცვლის ოპერაცია გაიკეთოს პუბერტატის (სქესობრივი მომწიფების) პერიოდში, ეს არის 15 წლის ასაკი და ზემოთ.

ამ თემის გარშემო ხელისუფლებაში საუბარი დიდი ხანია მიმდინარეობს და შემუშავდა კანონპროექტი, რომელიც არატრადიციული ორენტაციის მქონე პირებს უფლებას აძლევს, შეცვალონ საკუთარი სქესი ოფიციალურ დოკუმენტებშიც.

ბავშვთა ფსიქიატრები და მეცნიერები შეშფოთებას გამოთქვამენ და ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ 15 წლის ასაკში ბავშვის სქესის შეცვლა საშინელ, შეუქცევად შედეგებს გამოიღებს. წერილი იუსტიციის სამინისტროში გასულ ოთხშაბათს გადაიგზავნა.

ფსიქიატრთა განცხადებით, ბავშვებისთვის მიღებული გადაწყვეტილება დამღუპველი იქნება, განვითარდება მიდრეკილებები დეპრესიისა და სუციდისკენ. ასეთ პირებში ადრეულ ასაკში სქესის შეცვლა შეიძლება გახდეს პერიოზული ფსიქოლოგიური პატოლოგიების მიზეზი.

melano

ტესტ