საბერძნეთის ექსპრემიერს ცრუ წინასაარჩევნო დაპირებებისთვის გაასამართლებენ

საბერძნეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგოს პაპანდრეუ 19 იანვარს ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოზე წარდგება წინასაარჩევნო პერიოდში ცრუ დაპირებებისა და იმის მტკიცებისთვის, რომ ამ დაპირებათა შესასრულებლად ბიუჯეტში თანხების მოძიება შესაძლებელია.

პაპანდრეუ საბერძნეთის პრემიერმინისტრის თანამდებობას 2009-2011 წლებში იკავებდა და ქვეყანაში ყველაზე ცნობილი პოლიტიკური დინასტიის წარმომადგენელია. ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომიდან დაწყებული, მისი მამა და ბაბუა არაერთხელ იყვნენ ქვეყნის პრემიერ-მინისტრები.

 

2009 წელს პაპანდრეუმ არჩევნები მოიგო, ხოლო 2010 წელს საბერძნეთი ევროზონის პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ევროკავშირსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს ფინანსური დახმარების თხოვნით მიმართა.

 

პაპანდრეუს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი გადამდგარმა მესამე რანგის კაპიტანმა პანაიოტის სტამატისმა აღძრა, რომელიც მისგან შეუსრულებელი წინასაარჩევნო დაპირებების გამო მიყენებული მორალური ზარალისთვის 260 ათას ევროს პლუს პროცენტებს მოითხოვს.

 

სტამატისი სარჩელში ყოფილ პრემიერს სამშობლოს ღალატში, ამომრჩეველთა მოტყუებასა ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს, რაც პატიმრობას მინიმუმ, სამი თვიდან მაქსიმუმ კი – უვადოდ ითვალისწინებს.

 

“მთავარი საკითხი ის კი არ არის, საიდან მოვიტანოთ ფული, არამედ ის – თუ საით მიიმართება თანხა, რადგან ფული არის. ჩვენ აუკრეფავი გადასახადების სახით 31 მილიარდი ევრო გვაქვს”, – განაცხადა 2009 წელს, არჩევნების წინ პაპანდრეუმ.


evden eve nakliyat evden eve taşıma eşya depolama ofis tasima evden eve nakliyat kadikoy evden eve nakliyat evden eve nakliyat