fbpx
ეკონომიკასაბერძნეთი

საბერძნეთის ეკონომიკა გაიზარდა, თუმცა ალბანეთს ჯერჯერობით ვერ გაუტოლდა

საერთაშორისო რეიტინგის შემფასებელი კომპანია Fitch Ratings გრძელვადიანი კვლევის შედეგებს აქვეყნებს. საბერძნეთმა ეკონომიკის რეიტინგით CCC-დან B პოზიციაზე გადაინაცვლა, რაც ნიშნავს, ეს ეს ძალიან პოზიტიური და იმედისმომცემი ფაქტია.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო ვალის მდგრადობა კიდევ უფრო გაუმჯობესდება, ათენის ESM პროგრამის შემდეგ, რომელიც გულისხმობს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას და 2020 წლისთვის დამატებითი  ფისკალური ზომების მიღებას.

Fitch Ratings-ის ინფორმაციით, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე შესაძლოა ვიფიქროთ იმ იმედით, რომ მესამე შეფასების პროგრამა დაუყოვნებლივ შესრულდება და ევროჯგუფი 2018 წელს ვალს შეამსუბუქებს.

კომპანია ასევე აღნიშნავს, რომ ეკონომიკაში უკვე არის გარკვეული ძვრები და უმჯობესდება ფინანსური მდგომარეობა. ასევე არ არის მოსალოდნელი პოლიტიკური რისკები ახლო მომავალში.

Fitch-ის მიხედვით, ამჟამად არ არსებობს ფაქტორები, რომლებიც საბერძნეთის ეკონომიკას უკან დასწევს, თუმცა, ქვეყნის წარმომადგენლები უნდა გაუფრთხილდნენ კრედიტორებთან ურთიერთობას და არ დაარღვიონ გარკვეული შეთანხმებები, რაც ასევე შეამცირებს ვალის შემსუბუქების პერსპექტივებს.

onalem

ტესტ