საბერძნეთის ბაზარი სახელმწიფო ვალის გამო უფრო და უფრო სუსტდება

მთავრობის დაპირების მიუხედავად, რომ ისინი სახელმწიფო ვალის დიდ ნაწილს კრედიტორთა მეორე შეფასების დასრულებისთანავე (ამ შემოდგომას) დაფარავდნენ, საბერძნეთის ბაზარზე სულ უფრო და უფრო უარესი მდგომარეობა ფიქსირდება.

უფრო მეტიც, მეწარმეები მოტივირებულნი არიან, ინვესტიციები საზღვარგარეთ დააბანდონ, თუ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შესაძლებელია. სხვა შემთხვევაში კი ისინი საწარმოებს ხურავენ.

მწარე სიმართლე ის არის, რომ რაც არ უნდა მეტი ისაუბრონ მთავრობის წარმომადგენლებმა პოზიტიურ ხედვებზე, ბერძნებისთვის ეს ყველაფერი რეალურ ცხოვრებაზე არ აისახება.

უამრავი ბიზნესის დახურვას ვალი განაპირობებს, რომელიც 1,6 მილიარდ ევროს უდრის. ივნისის შემდეგ, სახელმწიფომ 800 მილიონი ევრო გადაიხადა, ხოლო შემოდგომაზე 700 მილიონი. თუმცა, ამ ყველაფერმა შედეგი არ გამოიღო.