fbpx
ეკონომიკასაბერძნეთი

საბერძნეთის ბანკის კვლევა: ბერძნები 27%-ით ნაკლებ საკვებს ყიდულობენ

საბერძნეთის ბანკმა გამოაქვეყნა შედეგები, რომლის მიხედვითაც ბერძნებში საქონლისა და მომსახურების შეძენა საგრძნობლად შემცირებულია. ანგარიშში ერთ-ერთი ყველაზე შემაშფოთებელი დასკვნა ისაა, რომ მოსახლეობამ სურსათის შეძენა 27%-ით შეამცირა.

2009 წლიდან 2014 წლის ჩათვლით მოსახლეობის დანაზოგმა იკლო. ამ პერიოდში მოსახლეობის მხოლოდ 13,5% ამბობდა, რომ მათი შემოსავალი გასავალზე მეტი იყო. 2009 წელს კი ეს მაჩვენებელი 21,9%-ს უდრიდა.

კვლევის მეორე ეტაპი 2017 წლისთვის დასრულდება, თუმცა, ამ დროისთვის ცნობილია, რომ შინამეურნეობის შემოსავლის საშუალო მაჩვენებელი 40%-ით დაეცა, რაზეც გავლენა ახალი გადასახადების დაწესება იქონია.

onalem

ტესტ