fbpx
საზოგადოება

საბერძნეთის აეროპორტში თანამშრომელი გარდაიცვალა, რადგან ექიმი დაკავებული იყო

კუნძულ სამოსის აეროპორტში ტრაგიკული შემთხვევა დაფიქსირდა. აეროპორტის თანამშრომელი თავისი სამუშაოს შესრულებისას უეცრად გარდაიცვალა.

ANT1-თან საუბრისას, მისმა ძმამ განაცხადა, რომ ის უეცრად დაეცა ძირს და იქამდე შეუძლოდ ყოფნის შესახებ არავისთვის არაფერი უთქვამს. ის და გარდაცვლილის ვაჟიც მაშინვე მივიდნენ მის დასახმარებლად, თუმცა, მამაკაცის გონებაზე მოყვანას ვერ ახერხებდნენ.

საქმე იმაშია, რომ კუნძულზე ერთადერთი ექიმია, რომელიც მუშაობს ყველგან, სადაც კი ის სჭირდებათ, მათ შორის, აეროპორტშიც, თუმცა, სწორედ იმ მომენტში, ექიმი საავადმყოფოში იმყოფებოდა, რომელიც აეროპორტიდან 18 კილომეტრში მდებარეობს. ეს ნამდვილად შემაშფოთებელი ფაქტია.

არ მოიძებნა არავინ ვისაც მამაკაცის დახმარება შეეძლო.

ცნობილია, რომ აეროპორტში ჰქონდათ დეფიბრილატორი, რომელიც გულის ასამუშავებლად გამოიყენება, თუმცა, არავინ იცოდა მისი გამოყენება.

როგორც გარდაცვლილის ძმა აცხადებს, სასწრაფო დახმარება დაგვიანებით მივიდა, როცა 53 წლის მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო.

onalem

ტესტ