fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

საბერძნეთის 5 ვარსკვლავიან სასტუმროში რუსი ტურისტები სასტიკად სცემეს

5 ვარსკვლავიანი სასტუმრო Stella Palace საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, ირაკლიოში მდებარეობს. მომხდარი ინციდენტი რუსი ტურისტების სასტიკი ცემით დასრულდა. მსხვერპლთა მშობლები სასამართლოში საჩივრის შესატანად ეზადებიან.

ტურისტებმა დეტალურად აღწერეს მომხდარი, წარადგინეს ფოტო-ვიდეო მასალა და მოითხოვეს, არ გახმაურებულიყო მათი სახელები და გვარები.

10 აგვისტოს გვიან ღამით, ახალგაზრდები მოსკოვიდან – 19 და 20 წლის გოგონები და ასვეე 21 წლის ბიჭი, სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე სეირნობდნენ.

კონფლიქტი მას შემდეგ მოხდა, რაც მათ სასტუმროსთან ახლოს, გზაზე დაყენებული ნიშანი გადაკვეთეს. მათ ორი სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პირი მიუახლოვდა, თავი გააცვნეს, როგორც სასტუმროს დაცვის თანამშრომლები და უხეშად საუბარი დაიწყეს. ისინი ტურისტებისგან მოითხოვდნენ, ეთქვათ, თუ რომელ ნომრებში ცხოვრობდნენ.

ტურისტებმა უარი განუცხადეს, რადგან ორ მამაკაცს არ ჰქონდა ბეიჯები, არც უფლებამოსილების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი და აგრესიულად იქცეოდნენ. ახალგაზრდებმა დახმარება ითხოვეს და სასტუმროს მენეჯერს გაესაუბრნენ. ამის შემდეგ, მამაკაცებმა რუს ტურისტებს ბოდიში მოუხადეს ემოციური ქცევისთვის. მაგრამ ყველაფერი ამით არ დასრულებულა. როდესაც ტურისტები კიდევ ერთხელ გამოვიდნენ ქუჩაში, სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე მთელი ჯგუფი დახვდათ, რომელთაც არც კი იცნობდნენ.

21 წლის ბიჭმა გადაწყვიტა ტელეფონით გადაეღო რაც ხდებოდა, თუმცა მაშინვე უმოწყალოდ ცემა დაუწყეს და კამერაზე მხოლდო ორი წამის ასახვა მოასწრო. 19 წლის გოგონას სახეში ურტყამდნენ, ხოლო მესამე 20 წლის ტურისტს შედარებით მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება.

თავდასხმის შემდეგ დამნაშავეები დაუყოვნებლივ გაიქცნენ.

როდესაც ტურისტები სახლებში დაბრუნდნენ, მათ გადაწყვიტეს ინციდენტი გაესაჯაროვებინათ, ხოლო მათი მშობლები სასამართლოში საჩივრის შესატანად ემზადებიან.

onalem

ტესტ