fbpx
საზოგადოება

საბერძნეთიდან მიმავალ თვითმფრინავში მგზავრებმა გონება დაკარგეს!

საბერძნეთიდან მიმავალი თვითმფრინავის ბორტზე 200-მდე მგზავრმა ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოიარა.

კერძოდ, თვითმფრინავი Thomas Cook Flight MH1805 კუნძულ ზაკინთოდან ლონდონში უნდა გაფრენილიყო, თუმცა, რეისი გადაიდო და  214 მგზავრი კონდენციონერის გარეშე, თვითმფრინავში ჩაკეტილი აღმოჩნდა, როდესაც ტემპერატურა გარეთ +30 გრადუსი იყო.

მგზავრების უმრავლესობამ გონება დაკარგა და ღებინება აღენიშნებოდათ. ისინი ამ ყველაფერს სამი საათის მანძილზე უძლებდნენ.

ბორტზე იყვნენ ქალები ბავშვებით და ასევე ორსული ქალი, რომელიც თავს ძალიან ცუდად გრძნობდა. როცა ტემპერატურამ 40 გრადუსს მიაღწია, მანაც გონება დაკარგა.

ერთ-ერთ მგზავრს კი პანიკური შეტევა ჰქონდა.

საბოლოოდ გამოცხადეს რომ ფრენა გადაიდო და მათ თვითმფრინავი დაატოვებინეს, მინიმუმ ორი ადამიანი კი ამის შემდეგ საავადმყოფში მოხვდა.

რეისი 19 საათის დაგვიანებით შესრულდა.

ავიაკომპანიამ აღნიშნულთან დაკავშირებით ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ თითოეული მგზავრის საჩივარს მიიღებდნენ და გაითვალისწინებდნენ.

იხილეთ ფოტო/ვიდეო მასალა:

onalem

ტესტ