ივლისში საბერძნეთიდან ფულადი გზავნილები 8,5 მილიონი დოლარით შემცირდა

ivlisi

ივლისში საქართველოში საბერძნეთიდან 4.5 მილიონი დოლარის ფულადი გზავნილი განხორციელდა, რაც ივნისთან შედარებით, 8,5 მილიონი დოლარით ნაკლებია. საბერძნეთს საქართველოს ფულად გზავნილებში ტრადიციულად მეორე ადგილი ეკავა, თუმცა ივლისში საბერძნეთი მეხუთე ადგილზე გადავიდა. საანგარიშო პერიოდში, საბერძნეთის წილი საქართველოს ფულადი გზავნილების მთლიან მოცულობაში, 4,8 პროცენტი იყო. შედარებისთვის, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, საბერძნეთის წილი 13,6 პროცენტი იყო.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთმა კაპიტალის ბაზარზე კონტროლი 29 ივნისს გამოაცხადა. ქვეყანაში სამი კვირის განმავლობაში ბანკები დახურული იყო. მოსახლეობას თანხის განაღდება მხოლოდ ბანკომატის საშუალებით ჰქონდა, რაზეც 60 ევროიანი ლიმიტი იყო დაწესებული.

ibusiness.ge