საბერძნეთი: ზაფხულთან ერთად აფრიკული მტვერი კვლავ მოდის

კრეტას და ათენს აფრიკული მტვრის ახალი ტალღა ელის. დილით ხილვადობა საგრძნობლად შეზღუდული იქნება. აფრიკულ მტვერს ქარი, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთით იქროლებს, კვლავ გადმოიტანს.

ტემპერატურა იქნება:

მაკედონია, თრაკი – 10-დან 25 გრადუსამდე. ხილვადობა დილაობით საგრძნობლად შეიზღუდება.

იონიის კუნძულები, ეპირუსი, დასავლეთ სტერეა, დასავლეთ პელოპონისო – ასევე 10-დან 25 გრადუსამდე. ქარის სიძლიერე 3-დან 5 ბალამდე.

თესალია, აღმოსავლეთ სტერეა, ევია, აღმოსავლეთ პელოპონისო – 9-დან 25 გრადუსამდე. ქარის სიძლიერე 3-დან 5 ბალამდე. მოსალოდნელია მცირე მოღრუბლულობა.

კიკლადესი, კრეტა – 13-დან 24 გრადუსამდე. ქარის სიძლიერე 4 ბალი. მოსალოდნელია მცირე მოღრუბლილობა კუნძულების აღმოსავლეთით.

ატიკა (ათენი) – 11-დან 25 გრადუსამდე. ქარის სიძლიერე 3-4 ბალი.

თესალონიკი – 11-დან 25 გრადუსამდე. ხილვადობა დილაობით შეიზღუდება. მოღრუბლულობა მოსალოდნელი არ არის.

melano

ტესტ