fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: ხვალ, ხუთშაბათს, წვიმა ქვეყნის რამდენიმე რეგიონში!

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ხვალ საბერძნეთის რამდენიმე რეგიონში მოღრუბლულობა, შტორმი და წვიმაა მოსალოდნელი.

კერძოდ, ამინდი ჩრდილოეთიდან გაუარესდება და გავრცელდება დასავლეთ და ცენტრალურ საბერძნეთში. იქროლებს ჩრდილოეთის ქარი, 3-5 ბალი სიძლიერის, ეგეოსზე კი 6 ბალი სიძლიერის.

ატიკის რეგიონში მოსალოდნელია მოღრუბლულობა და პერიოდული წვიმები, შუადღის შემდეგ ჭექა-ქუხილი. საღამოსთვის ამინდი გაუმჯობესდება.

ტემპერატურა 12-დან 19 გრადუსამდე იმერყევებს.

თესალონიკში ასევე მოსალოდნელია მოღრუბლულობა და პერიოდული წვიმა. ამინდის გაუმჯობესება შუადღის შემდეგ დაიწყება, იქროლებს ქარი 3-4 ბალი სიძლიერის.

ტემპერატურა 10-დან 16 გრადუსამდე იმერყევებს.

onalem

ტესტ