fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: ხვალ ხანძრის საშიშროების გამო მანქანებით გადაადგილება იკრძალება

ხვალ, 8 აგვისტოს, საბერძნეთის გარკვეულ რეგიონებში ხანძრის მაღალი რისკი ფიქსირდება, რის გამოც, სამოქალაქო დაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მოსახლეობა ქვემოთ აღნიშნულ ტერიტორიებზე მანქანებით გადაადგილებას უნდა მოერიდოს.

მანქანით გადაადგილება იკრძალება ხვალ, დილის 07:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე, შემდეგ ტერიტორიებზე:

  1. რაფინა-პიკერმიუს მუნიციპალიტეტი
  2. მარათონას მუნიციპალიტეტი
  3. სპატა-არტემიდუს მუნიციპალიტეტი
  4. პალინის მუნიციპალიტეტი

ლევიდი (პალინის მუნიციპალიტეტი)

ქვემოთ მოცემულია რუკა, რომელშიც ნარინჯისფერით აღნიშნულია ძალიან მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ტერიტორიები:

ჩრდილოეთ ეგეოსი: მიტილინი, ხიოსი, სამოსი, იკარია.

ცენტრალური საბერძნეთი: ევია, სკიროსი.

ატიკის რეგიონი.

onalem

ტესტ