fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: ხვალ საჯარო ტრანსპორტში ელექტრონული ბილეთი ამოქმედდება

დიდი ხნის დაგვიანებისა და ყოყმანის შემდეგ, ათენის საზოგადოებრივი ტრანსპორტი მზადაა გასცეს ელექტრონული ბარათები და ბილეთები. მათი სახელწოდებაა ჭკვიანი ბარათი ანუ Smart Card და ჭკვიანი ბილეთი ანუ Smart Ticket.

ახალი სისტემა ძალაში შედის, თუმცა, პარალელურად იმოქმედებს ქაღალდის ბილეთებიც და თვიური ბარათები, რომელსაც მოსახლეობა აქამდე ყიდულობდა.

ჭკვიანი ბილეთი, რომელსაც ATH.ENA TICKET ეწოდება, არ გამოიყენება მხოლოდ 90 წუთის განმავლობაში, ბილეთზე ავანსი შეგიძლიათ შეავსოთ მრავალჯერ და გამოიყენოთ მანამდე, სანამ არ გაცვდება.

ბილეთის შეძენა შესაძლებელია მეტროსა და ISAP-ის ყველა სადგურში და ტრამვაის ორ სადგურში (Syntagma, Agia Foteini). ტრანსპორტის სარგებლობამდე ბილეთი შესაბამის მოწყობილობაზე უნდა დააფიქსიროთ.

რაც შეეხება ჭკვიან ბარათს ანუ Smart Card, მის შესაძენად ადამიანს სჭირდება პირადობის მოწმობა ან პასპორტი, AMKA და ფოტოსურათი. ბარათის გამოყენება ხდება პერმანენტულად.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებს არ ესაჭიროებათ AMKA.

30 დღიანი ბარათი ეღირება 30 ევრო. თუმცა შესაძლოა 90, 180 დ 360 დღიანი ბარათების შეძენაც.

ისინი არ მოქმედებს კალენდრის მიხედვით, არამედ იმის მიხედვით, როდის გამოიყენეთ პირველად. მაგალითად: თუ ბარათი 12 ოქტომბერს შეიძინეთ და პირველად 14 ოქტომბერს გამოიყენეთ, ის ნოემბრის 13 რიცხვამდე იმოქმედებს.

onalem

ტესტ