საბერძნეთი ხვალ Black Friday-ის ელის! მაგრამ იცით თუ რა არის?

ალბათ უკვე გსმენიათ შავი პარასკევის შესახებ, რომელიც არის აშშ-ს მყიდველთა მთავარი დღესასწაული და საშობაო გაყიდვების მაუწყებელი მთელი ამერიკის მასშტაბით. ეს სტატია განკუთვნილია მათთვის, ვინც ჯერ კიდევ არ იცის რა არის შავი პარასკევი და გვინდა მივცეთ რამოდენიმე რჩევა უკვე გამოცდილ მყიდველებს.
შავ პარასკევს თან ახლავს დიდი ფასდაკლებები.

სინამდვილეში შავი პარასკევი სულაც არ არის შავი, პირიქით – ეს წლის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი დღეა პრაქტიკულად ყველა ამერიკელისთვის – ნათელი იმიტომ, რომ ასეთი მასშტაბური გაყიდვები ყველა სავაჭრო ობიექტში ერთდროულად არ არსებობს წლის მანძილზე სხვა რომელიმე დღეს. ვიღაცისთვის ეს არის შესაძლებლობა ბოლოს და ბოლოს შეიძინოს ძვირადღირებული და დიდი ხნის ნანატრი ნივთი, ზოგისთვის ეს თანხის გამომუშავების საშუალებაა, რადგან შეუძლიათ იაფად იყიდონ და შემდეგ გადაყიდონ ფასნამატით ebay-ის აუქციონზე, ვიღაცისთვის კი ეს არის შანსი მოაგროვოს საჩუქრები საშობაოდ და საახალწლოდ ოჯახისა და მეგობრებისთვის. უმეტესობისთვის კი ეს ბრალოდ კარგი საშუალებაა თანხა დაზოგოს ყველაზე ჩვეულებრივ შენაძენზეც კი.

ეს “ტრადიცია” ამ წლიდან საბერძნეთშიც შემოდის. მითითებული ობიექტები მონაწილეობას იღებენ ხვალ, პარასკევს: Public, McArthurGlen, GAP και Media Markt, ΓΕΡΜΑΝΟΣ, Πλαίσιο

ცოტაოდენი ისტორია

ამ დღეს გაყიდვების მოწყობის ტრადიცია დაიწყო XIX საუკუნეში, ხოლო ოფიციალური სახელწოდება “შავი პარასკევი” (ინგლ. “Black Friday”) გაცილებით გვიან მიიღო. 1966 წლიდან, ფილადელფიის პოლიციის დეპარტამენტმა დაარვა ეს სახელი მადლიერების დღის (ინგლ. “Thanksgiving DAy”) მომდევნო დღეს იმის გამო, რომ ამ დღეს ქუჩებში იქმნდებოდა წარმოუდგენელი საცობები ირუცხვი ფეხითმოსიარულეებისა და მანქანების მოძრაობის გამო.
ყოველწლიურად შავი პარასკევი დგება ნოემბრის მე-4 პარასკევს და ემთხვევა 23 და 29 ნოემბრის შუალედს. 2011 წელს შავი პარასკევი დაემთხვა 25 ნოემბერს.