fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი ხანძრის დროს დახმარების შეთავაზებისთვის საქართველოს მადლობას უხდის

საბერძნეთში მიმდინარე წლის 23 ივლისს მატიში მომხდარმა ხანძარმა 97 ადამიანი იმსხვერპლა.

საბერძნეთი ატიკის ხანძრის დროს დახმარების შეთავაზებისთვის საქართველოს მადლობას უხდის, ნათქვამია საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქართულმა მხარემ 24 ივლისს მზადყოფნა გამოთქვა, ათენის მახლობლად, მატიში გაჩენილ  ხანძართან ბრძოლაში შეძლებისდაგვარად დახმარებოდა. საგანგებო სიტუაციები მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა  შალვა ხუციშვილმა  საბერძნეთის სამოქალაქო უსაფრთხოების გენერალურ მდივანს იოანე  კაპაკისს  წერილი გაუგზავნა და დახმარება შესთავაზა.

უწყების ცნობით, მადლობის წერილი საბერძნეთის სამოქალაქო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახელზე გამოაგზავნა.

“აღნიშნული სოლიდარობა გამოიხატა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან რთულ პერიოდში, როდესაც ადამიანურმა მსხვერპლმა და მატერიალური ზიანის ფარგლებმა რთული გახადა, გავმკლავებოდით სიტუაციას. ყოველთვის სანუგეშო და გამამხნევებელია ჩვენთვის, ვიცოდეთ, რომ თქვენ თანაუგრძნობთ ყველა ადამიანს, რომელიც დაზარალდა აღნიშნული ბუნებრივი კატასტროფის შედეგად… მსურს, მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მხარდაჭერის გამო. ”, – ნათქვამია საბერძნეთის სამოქალაქო უსაფრთხოების გენერალური მდივნის,  იოანე კაპაკისის წერილში.

 

წყარო: sputnik-georgia.com

 

onalem

ტესტ