საბერძნეთი – ხანდაზმულთა ქვეყანა

საბერძნეთს დემოგრაფიული მაჩვენებლის გამო მსოფლიო რუკიდან გაქრობა ემუქრება. ბერლინის მოსახლეობისა და განვითარების ინსიტუტის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ევროპის დემოგრაფიული სურათი ასე გამოიყურება:

2011-2016 წლებში საბერძნეთმა მოსახლეობის 3% დაკარგა. ეს ძირითადად უკავშირდება ფაქტს, რომ ეკონომიკური კრიზისის გამო შობადობის მაჩვენებელი დაბალია.

2016 წელს დაფიქსირებული 10,8 მილიონი ადამიანიდან, მოსახლეობა 2030 წლისათვის 9,9 მილიონამდე შეცირდება, ხოლო 2050 წლისათვის 8, 9 მილიონამდე. ეს კი მთლიანად 18%-ია.

შობადობის მაჩვენებელი საბერძნეთში 1,33-ია, რაც ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. კვლევა ცხადყოფს, რომ საბერძნეთის მოსახლეობა ერთ-ერთი ყველაზე ხანდაზმული ერია ევროპაში.

ყოველწლიურად იბადება დაახლოებით 90,000 ბავშვი. ყოველი მეხუთე მოქალაქე კი 65 წლისაა.

ნავარაუდევია, რომ 2050 წლისათვის ქვეყანაში პენსიონერთა კრიზისი დაფიქსირდება.

ამ დროისთვის შობადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით საფრანგეთი გამოირჩევა. შემდეგ მოდის ირლანდია, დიდი ბრიტანეთი, შვედეთი და დანია. სამხრეთ ევროპაში კი შობადობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია კვიპროსში (1,3), შემდეგ პორტუგალიაში, ესპანეთში, იტალიასა და საბერძნეთში (1,33).

საბერძნეთში სიცოცხლის საშუალო ხანგრძილივობა, განურჩევლად სქესისა, 81,1 უდრის, ხოლო კვიპროსში 81,8 წელს.