საბერძნეთი: წვიმა, ქარი და ტემპერატურის ვარდნა ხვალიდან

ათენის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური ავრცელებს ინფორმაციას, რომ საბერძნეთს ხვალიდან ფენომენი “მინოასი” დაატყდება თავს. წვიმა, ძლიერი ქარი და ტემპერატურის ვარდნა სამშაბათამდე გასტანს.

ამ დროისთვის არსებული ცნობების მიხედვით, “მინოასი” საბერძნეთის მასშტაბით ხვალ დილიდან დაიწყებს გავრცელებას და თან მოიტანს პერიოდულ წვიმას და ძლიერ ქარს, ძირითადად იონიის კუნძულებსა და დასავლეთ საბერძნეთში.

შუადღისთვის ფენომენი უკვე ევიას მიაღწევს, ხოლო საღამოს კრეტას მიუახლოვდება.

შაბათ-კვირას “მინოასი” მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდება და განსაკუთრებით საგრძნობი იქნება ცენტრალურ საბერძნეთში.

ორშაბათს და სამშაბათს ასევე მოსალოდნელია წვიმა, რომელსაც თან ახლავს ელჭექი და სეტყვა.

ქარის ძალა იქნება 7-8 ბალი, ბუფორტის სკალით.

ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა შაბათ-კვირას დაფიქსირდება, თუმცა, მომდევნო დღეებში მნიშვნელოვანი ცვლილება მოსალოდნელი არ არის.

melano

ტესტ