fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი წითელას ეპიდემიის საფრთხის ქვეშ

საბერძნეთი წითელას ეპიდემიის წინაშე დგას. როგორც ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი აცხადებს, 2017 წელს შემთხვევების რაოდენობა ორი თვის მანძილზე გასამმაგდა.

გასულ ოქტომბერში წითელას დაავადებას 11 თვის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. წლის დასაწყისიდან სულ 326 შემთხვევა იყო დაფიქსირებული, თუმცა, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 28 დეკემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყნის მასშტაბით ნოემბრისა და დეკემბრის მანძილზე რაოდენომა გასამმაგდა და ერთიანობაში 922-ს უდრის.

2016 წლიდან მთელი ევროპის მასშტაბით 19, 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან 46 ადამიანი გართულებების ფონზე გარდაიცვალა.

საბერძნეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი სახელმწიფოსგან მოითხოვს, მოსახლეობას დაუყოვნებლივ ჩაუტარდეს ვაქცინაცია, ვინაიდან არსებობს სერიოზული საფრთხეები.

onalem

ტესტ