fbpx
მშობელისაბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: ”ვლოცულობ, რომ პირველი მე არ მოვკვდე” – გოგონას დედა, რომელსაც საკუთარმა მამამ ესროლა

უკვე ოთხი წელი გავიდა, მას შემდეგ, რაც ასპასია ბოგრის ცხოვრებაში კოშმარული ინციდენტი მოხდა და მთელი ეს დრო ის სიცოცხლისთვის იბრძვის. მას ასეთი ცხოვრება თავად არ აურჩევია. მისი ბედი მისმა მამამ გადაწყვიტა, რომელმაც თავში ორი ტყვია ესროლა. მოტივი კი მეუღლეზე შურისძიება იყო.

გოგონამ 5 თვე რეანიმაციულ განყოფილებაში გაატარა, ხოლო 3 წელი და 5 თვე ლარისას სარეაბილიტაციო ცენტრში. წლებმა წამებაში გაიარა და ეს დრო ძალიან რთული იყო, თუმცა ხანდახან ოჯახს იმედის ნაპერწკალი ეძლევა.

დღეს 21 წლის ასპასია ავადმყოფობასთან ბრძოლას სარეაბილიტაციო ცენტრის ნაცვლად, საკუთარ სახლში აგრძელებს. მის გვერდით მისი მფარველი ანგელოზი, მისი დედა, სპირიდულა ფატურუ დგას.

ყველაფერი 2013 წლის აგვსიტოში, დღის მეორე ნახევარში მოხდა. არგუსის ცენტრალურ მოედანზე გოგონას მამას მხოლოდ ერთი წუთი დასჭირდა, რომ შვილის ცხოვრება გაენადგურებინა. გოგონა საწოლს მიაჯაჭვა, მას 99%-ით ინვალიდობის დიაგნოზი აქვს.

”ყველაფერ ახალთან შეჩვევას დრო სჭირდება. ეს არ არის ადვილი გადაწყვეტილება. 3,5 წელი ასპასიამ სარეაბილიტაციო ცენტრში გაატარა და იქ შეიძინა მეგობრები მთელი მსოფლიოდან. ეს მისი სახლი იყო, თუმცა, ახლა საკუთარ სახლში ვართ და ეს აუცილებელი მისი სოციალიზაციისთვის. მე მინდა ნორმალურ ადამიანებად გამოვიყურებოდეთ.

მას საკუთარი მეგობრების გვერდით ყოფნა უნდოდა, რაც მეტ სტიმულს მოგვცემს, უფრო მტკიცედ ვებრძოლოთ მის მდგომარეობას. შემიძლია ვთქვა, რომ ასპასია პათოლოგიურად სტაბილურია და ეს პაციენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა, ეს არ ცვლის მომხდარს. ფიზიოთერაპევტი წინსვლაში ეხმარება, მაგრამ ის ვერ დადის, ვერ საუბრობს, საერთოდ ვერ მოძრაობს. თუ საწოლში არ ჩავაწვენ, ის ამას დამოუკიდებლად ვერასოდეს გააკეთებს, თუ მე არ ვაჭმევ, ის ვერასოდეს შეჭამს. ვცდილობ, იმედებით ცაში არ დავფრინავდე,” აცხადებს გოგონას დედა Έθνος-თან საუბარში.

ქალი იძულებული გახდა, ქვრივის პენსიის მისაღებად განცხადება შეეტანა. ის აღნიშნავს, რომ ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო, რადგან მისმა ქმარმა, რომელმაც შვილი კინაღამ მოკლა, ამ ყველაფრის შემდეგ თავი მოიკლა.

”ასპასია შემწეობას იღებს, რომელიც 750 ევროს არ აღემატება, მე კი ქვრივის პენსიას, რომელიც 400 ევროც კი არ არის. ჩვენ ვიხდით ყველაფერს, უბრალოდ, მე მუშაობა არ შემიძლია. მე ყველაფერს მხოლოდ ასპასიასთვის ვაკეთებ და მას სიცოცხლეს მივცემ. სიმართლეს გეტყვით, ღმერთს არასოდეს მივუტოვებივართ. მე არ მინდა ფული ხელში, უბრალოდ თუ ვინმეს შეუძლია დაგვეხმაროს ქირის ან ექთნის მომსახურების საფასურის გადახდაში, უსაზღვროდ მადლობელი ვიქნები. 

თუ ღმერთი გადაწყვეტს დატოვოს ის ასეთ მდგომარეობაში, დაე იყოს ასე, ყველაფერი ღვთის ნებაა. მხოლოდ იმაზე ვლოცულობ, ღმერთმა პირველი მე არ წამიყვანოს, არამედ ერთად. ჩვენნაირი ადამიანებისთვის არავინ ზრუნავს და აქედან ჩანს, თუ რას აკეთებს ჩვენი ქვეყანა დაუცველი, უუნარო ადამიანებისთვის.”

 

onalem

ტესტ