fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: ვის ეკუთვნის ფასდაკლება ბუნებრივ აირზე?!

გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მინისტრის, გიორგოს სტათაკის გადაწყვეტილებით, მომხმარებლებისა და მიმწოდებლების ურთიერთობების მარეგულირებელი შესყიდვების კოდექსში, მითითებულია, რომ ბუნებრივ აირზე შეღავათები ექნებათ იმ მომხმარებლებს , რომლებიც პატიოსნად იხდიან თავიანთ კომუნალურ გადასახადებს.

კერძოდ , მინისტრის გადაწყვეტილებით, მიმწოდებელს შეუძლია მასტიმულირებელი პოლიტიკის განხორციელება , მაგალითად ,როდესაც მომხმარებელი ხშირად იხდის (მაგ. თვიურად) და დროულად , იმ პირობით, რომ მიმწოდებელი გათავისუფლდება დამკვეთის დავალიანების დაფარვის ზედმეტი ფინანსური ხარჯისგან.

ახალი კოდექსი დაინერგა ენერგეტიკის მარეგულირებელი ორგანოს რეკომენდაციის შედეგად და ადგენს სხვადასხვა წესებს ,მაგალითად:
-თუ მიმწოდებელი ელექტროენერგიასაც აწვდის, მაშინ მან ყოველ სერვისზე ცალკე გადასახადი უნდა გაგზავნოს.

-ხელშეკრულების გარანტია არ შეიძლება აღემატებოდეს ორი სამომხმარებლო ანგარიშის სავარაუდო რაოდენობას.

-მომხმარებელი ვერ შეცვლის მიმწოდებელს ,თუ ჯერ არ გადაიხადა ვადაგასული დავალიანება.

მიმწოდებლებმა ახალ პროგნოზებს უნდა შეუსაბამონ თავიანთი კონტრაქტები , ოთხი თვის განმავლობაში.

 

onalem

ტესტ