fbpx
კულტურასაბერძნეთი

საბერძნეთი: უნიკალური აღმოჩენები ანტიკითირას წყლების ფსკერზე

არქეოლოგებმა და მყვინთავებმა ჩაატარეს ექსპედიცია, რომელიც 4-დან 20 სექტემბრამდე გრძელდებოდა. ეს ყველაფერი სახიფათო ჩანდა, თუმცა, რისკი ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა.

ექსპედიციისას აღმოაჩინეს უდიდესი მნიშვნელობის უძველესი ნივთები, მათ შორის ანტიკითირას ლეგენდარული მექანიზმის ფრაგმენტი. ეს არის მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც ძველი ბერძნები ასტროლოგიურ მოვლენებს წინასწარმეტყვლებდნენ, მაგალითად: მთვარის, მზის და სხვა პლანეტების მოძრაობას. ფაქტობრივად, ეს იყო მსოფლიოში პირველი კომპიუტერის მსგავსი დანადგარი.

გარდა ამისა, არქეოლოგებმა იპოვეს მარმარილოს და ბრინჯაოს უამრავი ქანდაკებები და იდუმალებით მოცული ძეგლები.

ანტიკითირას პირვანდელი სახე გახლდათ ასეთი

განსაკუთრებით საყურადღებოა ბრინჯაოს მხრის ქანდაკება. მისი შესახედაობით თუ ვიმსჯელებთ, ის შესაძლოა ყოფილიყო რომელიმე ფილოსოფოსის მოდელირებული ვარიანტი. ფრაგმენტი ძალიან კარგად არის შემონახული.

 

იხილეთ ექსპედიციის შთამბეჭდავი ვიდეო კუნძულ ანტიკითირადან:

onalem

ტესტ