fbpx
ეკონომიკა

საბერძნეთი: უმაღლესი განათლების მქონე პირთა სამი მეოთხედი მიზერულ თანხაზე მუშაობს

ახალგაზრდა ადამიანების თითქმის 73%-ს, რომელთაც დიპლომი 2011 წელს აიღეს, თვიური შემოსავალი 800 ევრო აქვთ, ხოლო ყოველი მე-6 მათგანი 400 ევროზე მუშაობს, თუკი საერთოდ აქვთ სამუშაო. აღნიშნული მონაცემები ეკონომიკური და სამრეწველო კვლევითმა ფონდმა (IOBE) ოთხშაბათს გამოაქვეყნა.

მხოლოდ 24%, რომელთაც სწავლა 2011 წლამდე დაასრულეს, თვეში 800 ევროზე ნაკლებს იღებს.

კრიზისის ფონზე, კურსდამთავრებულთათვის სამუშაოს პოვნა ბევრად გართულდა. მათ შორის უმუშევართა რაოდენობა 7%-დან (2009 წელი) 18%-მდე გაიზარდა (2016 წელი).

IOBE-ს ინფორმაციით, უმაღლესი განათლების მქონე პირებს შორის, რომელთაც სწავლა 2011 და მომდევნო წლებში დაასრულეს, 36% უმუშევარია.

ზოგადად, საბერძნეთში უმაღლესი განათლების მქონე პირთა დასაქმების დონე, ევროპის კავშირის წევრ ქვეყნებს შორის, ყველაზე დაბალია. საშუალო მაჩვენებელი მათ შორის 80%-ია, ხოლო საბერძნეთში 2016 წლის მონაცემებით 65%.

onalem

ტესტ