fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

საბერძნეთი: უცხოელების კრიმინალური დაჯგუფება და დიდი რაოდენობით მოპარული თანხები

საბერძნეთში ათზე მეტი, ძირითადად უცხოელებისგან შემდგარი, 10-ზე მეტი დაჯგუფება დააკავეს. საკვირველია, თუმცა, ისინი ისეთი ტექნიკით იყვნენ აღჭურვილი, რომელიც ადგენს, ინახება თუ არა ამა თუ იმ სახლსა თუ მანქანაში ოქროს ნივთები ან დიდი რაოდენობით თანხა. დეტექტორების საშუალებით ისინი სამიზნე ობიექტებს იოლად არჩევდნენ.

როგორც პოლიციის ოფიცრები აღნიშნავენ, დამნაშავეები ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან და ბულგარეთიდან არიან. მათი იდენტიფიცირება აქამდე ვერავინ შეძლო, რადგან წინასწარ იცოდნენ სად და რის მოსაპარად მიდიოდნენ და კვალსაც არ ტოვებდნენ.

დამნაშავეები აგოვებდნენ ინფორმაციას მსხვერპლის შესახებ, იკვლევდნენ მათ ფინანსურ მდგომარეობას და ამის შემდეგ გეგმავდნენ ძარცვას.

რამდენს შეადგენს მათ მიერ წაღებული თანხა?

გასულ კვირას მათ კიფისიაში, მათ მანქანიდან 11, 600 ევრო წაიღეს. 15 დღის წინ კი კოლონაკში სახლი გაქურდეს, სადაც 15, 000 ევრო ინახებოდა.

რამდენიმე თვის წინ პატრასში მოხდა ქურდობა, რომლის დროსაც სახლიდან 2, 500 ევრო წაიღეს. აღსანიშნავია, რომ თანხა ისეთ ადგილას იყო შენახული, რომ მისი პოვნა შეუძლებელი იქნებოდა, ქურდებს მისი ადგილმდებარეობა რომ არ სცოდნოდათ. დეტექტორის საშუალებით მათ ყველაფერი გაიგეს.

ეს მათ მიერ ჩადენილი ქურდობების მხოლოდ მცირე ნაწილია.
პოლიცია გამოძიებას აგრძელებს.

onalem

ტესტ