fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი: უცხოელები ქვეყნის დატოვებას ყალბი პასპორტებით ცდილობდნენ

საბერძნეთის პოლიციამ ირაკლიოს აეროპორტში უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავა. ერთი მათgანი 44 წლის მამაკაცია, ხოლო მეორე 22 წლის ქალი, ბავშვებით.

კერძოდ, 44 წლის მამაკაცს ბრალად საბუთების გაყალბება ედება, რომელიც უცხოელებს საბერძნეთიდან სხვადასხვა ქვეყნებში გადასასვლელად უნდოდათ, ხოლო 22 წლის ქალმა ყალბი პასპორტი შეიძინა და ირაკლიოდან იტალიაში გამგზავრებას ცდილობდა.

ქალს თან ახლდნენ არასრულწლოვანი ბავშვებიც.

ორივე დაკავებული პროკურატურაში გადაიყვანეს.

 

onalem

ტესტ