fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: უბედურ შემთხვევას სამი ბავშვი ემსხვერპლა

დაღუპულთა რიცხვი, რომლებიც ეგნატიას გზატკეცილზე, 06:50 საათზე მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა, 6-მდე გაიზრდა. ინციდენტი ნეა კარვალის მახლობლად, გვირაბის ბოლოში, კავალამდე (Καβάλα) რამდენიმე კილომეტრის მოშორებით მოხდა.

ათენის საინფორმაციო სააგენტოს მიხედვით, დაღუპულთა შორის 3 ბავშვია. 10 დაზარალებულიდან 3-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

მცირე ზომის ფურგონს არალეგალი ირანელი მიგრანტები გადაჰყავდა, მოულოდნელად გზიდან გადავიდა, ორი საგზაო ნაკადის გამყოფი კედელი გადაკვეთა და კლდეს შეასკდა.

დაჭრილები კავალას ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს , ხოლო პოლიციის საგზაო დეპარტამენტი ავარიის ზუსტი მიზეზების დასადგენად გამოძიებას აწარმოებს.

onalem

ტესტ