fbpx
ეკონომიკასაბერძნეთი

საბერძნეთი: უახლოეს მომავალში სამსახურს 21,000 ადამიანი დაკარგავს

საბერძნეთის ვაჭრობის მუშაკთა და სპეციალისტთა კონფედერაცია ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც საუბარია ქვეყანაში უახლოს მომავალში მრავალი სამუშაო ადგილის დაკარგვის შესახებ.

კვლევის მიხედვით, არსებობს ძალიან მაღალი რისკი (38,1%), რომ მომდევნო რამდენიმე თვეში კერძო სექტორში დაახლოებით 21, 000 სამუშაო ადგილი გაქრება.

გამოქვეყნებული მონაცემები აჩვენებს, რომ დაახლოებით 13, 000 მცირე და საშუალო ზომის საწარმო დაიხურება, რაც ათასობით სამუშაო ადგილის დაკარგვას გამოიწვევს.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ მაღალი საგადასახადო ტვირთი და დავალიანების დაგროვება ნეგატიურ გავლენას ახდენს საბერძნეთში არსებულ კერძო ბიზნესზე.

onalem

ტესტ