fbpx
პოლიტიკა

საბერძნეთი თურქეთს მდინარე ევროსიდან მიგრანტების გამოშვებაში ადანაშაულებს

საბერძნეთმა ოფიციალური საჩივარი გაუგზავნა ევროკომისიას, რომელშიც თურქეთის ხელისუფლებას მდინარე ევროსის საზღვრის განზრახ დაუცველობაში ადანაშაულებს.

შედეგად, ბოლო თვეების განმავლობაში, მიგრანტების რაოდენობა, რომლებიც მდინარე ევროს გადალახვის გზით შემოდიან საბერძნეთში, საგრძნობლად გაიზარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ზემოთ აღნიშნული საზღვრიდან შემოსული მიგრანტები, ძირითადად, ბულგარელები, ალბანელები და მაკედონელები არიან.

საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის სამინისტროს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ინტერვიუში განაცხადა: “ევროსის საზღვარზე ძალიან დიდი ზეწოლაა, მაშინ, როდესაც საბერძნეთისა და თურქეთის ადგილობრივ ხელისუფლებას შორის პირდაპირი კავშირი შემწყდარია. ეს ფაქტი კი, პრობლემას კიდევ უფრო ამძაფრებს.”

ამავდროულად, სხვადასხვა წყაროს ცნობით, 500,000-ზე მეტი ავღანელი ეროვნების ადამიანი შევიდა თურქეთის ტერიტორიაზე ერაყიდან და ირანიდან. არსებობს დიდი შიში იმისა, რომ ისინი საბერძნეთისკენ აიღებენ გეზს.

მიგრაციის პოლიტიკის მინისტრის, დიმიტრის ვიცას განცხადებით, მდინარე ევროს საზღვრიდან შემოსულ არალეგალ მიგრანტთა რიცხვი 2016 წელს 3,300 იყო, ხოლო 2017 წელს მათი რაოდენობა 5,500-მდე გაიზარდა.

2018 წელს ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა, რადგანაც, უკვე 12,000-მა მიგრანტმა გადმოკვეთა მდინარე ევროს საზღვარი საბერძნეთში შემოსვლის მიზნით.

 

onalem

ტესტ