fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: თურქების მიერ განხორციელებული გენოციდის მსხვერპლთა მემორიალი

დღეს, 19 მაისს ათენსა და თესალონიკში გაიმართება ღონისძიებები, რომლებიც თურქეთის მიერ განხორციელებულ პონტიელი ბერძნების გენოციდს ეხება. სინდაღმის სკვერში აღიმართება უცნობი ჯარისკაცის მონუმენტი.

19:00 საათზე გაიმართება მსვლელობა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ჯარისკაცები, რომელთაც მე-20 საუკუნის პონტიელი ჯარისკაცის ფორმა ეცმევათ.

19:45 საათზე წარმოითქმევა ლოცვა და მემორიალს გვირგვინებით შეამკობენ.

20:00 საათზე დაიწყება პროცესია თურქეთის საელჩოს მიმართულებით.

თესალონიკში კი, ღონისძიება დაიწყება 18:30 საათზე წმ. სოფიას მოედანზე.

შეგახსენებთ, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისში თურქების მიერ განხორციელებული გენოციდის შედეგად 400,000 პონტიელი ბერძენი დაიღუპა. ისინი მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ. გარდაცვლილთა ოფიციალური რიცხვი 353,000-ია.

onalem

ტესტ