fbpx
ეკონომიკასაბერძნეთიფინანსები

საბერძნეთი: ტურიზმიდან მიღებული შემოსავლის ზრდა 2017 წელს

2017 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსულ ტურისტთა რაოდენობამ თითქმის 3.5 მილიონს მიაღწია. ეს მაჩვენებელი 13%-ით მეტია, ვიდრე იგივე თვის მაჩვენებელი 2016 წელს.

კერძოდ, აეროპორტებში მგზავრთა რაოდენობა 14,9%-ით გაიზარდა. მანქანით მოგზაურთა რაოდენობა კი 6,4%-ით. ევროპის კავშირის სხვა ქვეყნების მოქალაქეთა ვიზიტებმა 10,2%-ით მოიმატა, ხოლო ევროპის კავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეთა რაოდენობამ 19,7%-ით.

ფინანსური თვალსაზრისით:

წინასწარი მონაცემებით, 2017 წლის ივნისში ქვეყანაში 1.915 მილიონი ევრო შემოვიდა, რაც 15,5%-ით მეტია, ვიდრე 2016 წელს არსებული შემოსავალი – 1.658 მილიონი ევრო.

საბერძნეთის ბანკის ინფორმაციით, ტურიზმის შემოსავლები 2017 წლის ივნისში 14,2%-ით გაიზარდა, (2.047 მილიონი ევრო), შედარებით 2016 წელთან, როდესაც იგივე მაჩვენებელი 1.792 მილიონი ევრო იყო.

ტურისტების უმეტესი რაოდენობა საფრანგეთის მოქალაქეა, შემოსავალი მათგან 109 მილიონი ევროა, შემდეგ მოდის გერმანია, შემოსავალი – 347 მილიონი ევრო.
დიდი ბრიტანეთის მოქალაქეთაგან მიღებულმა შემოსავალმა 378 მილიონ ევროს მიაღწია, რუსეთის მოქალაქეთაგან 74 მილიონ ევროს, ხოლო ტურისტებმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან საბერძნეთში 110 მილიონი ევრო დახარჯეს.

onalem

ტესტ