fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი ტურიზმიდან 15 მილიარდიან შემოსავალს ელოდება

მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტების აზრით, ფინანსური პროგნოზების გაკეთება ჯერ ნაადრევია, ბერძნული ტურიზმის ინდუსტრია პირველ ვარაუდებს გამოთქვამს.

აღსანიშნავია, რომ წელს შემოსავალი იქნება ბევრად მეტი, ვიდრე გასულ წელს. სასტუმროების მფლობელთა ფედერაციის პრეზიდენტის იანის რეცისის განცხადების მიხედვით, რომელიც მან პრესკონფერენციაზე გააკეთა, საბერძნეთი წელს 1 მილიონ ტურისტს უმასპინძლებს.

თუმცა,  რეცისი თავს იკავებს ზუსტი მონაცემის დასახელებისგან, ის ვარაუდობს, რომ ტურისტები საბერძნეთის ბიუჯეტს  14, 5 მილიარდ ევროზე მეტით გაამდიდრებენ.

ის დარწმუნებულია, რომ ზუსტი პროგნოზების გაკეთება შესაძლებელი ივნისში იქნება. თუმცა, გარკვეული ვარაუდების ახლა გამოთქმა აუცილებელია, რათა დაიწყოს ახალი პროგრამების განვითარება და ბიზნესი გახდეს მეტად კონკურენტუნარიანი, რაც ინვესტორებს მოიზიდავს.

onalem

ტესტ