fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: ტურისტული აგენტი 19, 000 ევროთი გაუჩინარდა

კრეტას პოლიცია იძიებს შემთხვევას, რომელიც ტურისტული სააგენტოს თანამშრომელს უკავშირდება. ის მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც ხელში დიდი რაოდენობით თანხა “ჩაიგდო”.

კრეტას რევმატოლოგთა ასოციაციამ 19, 000 ევრო გადაიხადა, რათა მესოლონგიში, სამკურნალო მიზნებით გამგზავრებულიყვნენ, მათი შუამავლი კი სწორედ აღნიშნული ტურისტული აგენტი იყო.

აგენტის ოჯახი პოლიციას დაუკავშირდა და აცნობა, რომ 27 სექტემბრის შემდეგ მისი კვალიც კი არსად ჩანდა. ისინი შიშობდნენ, რომ შესაძლოა მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდეს.

სამართალდამცავები ყველანაირი გზით ცდილობენ გაუჩინარებული მამაკაცის პოვნას და რამენაირად მის კვალზე გასვლას.

ასევე, აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას, რევმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა, კატერინა კუცოიანიმ განაცხადა, რომ მათ გასამგზავრებლად, პირეოსის მიმართულებით არანაირი ჯავშანი არ არსებობდა.

გაჩნდა ეჭვი და საკმაოდ საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ტურისტულმა აგენტმა 19,000 ევრო აიღო და უბრალოდ, გაქრა.

onalem

ტესტ