fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: ტურისტმა ზღვაში 20 საათი გაატარა – ის შემთხვევით 11 კილომეტრით შორს გავიდა

ინციდენტი კრეტაზე, რეთიმნოში მოხდა. ტურისტისთვის, რომელიც ოჯახით კუნძულზე ჩავიდა, დასვენება კოშმარად იქცა. მისი კვალი გუშინ შუადღის 15:00 საათზე გაქრა, ბოლოს სასტუმროს აუზთან ნახეს, საიდანაც გასაბერი კამერა აიღო და სანაპიროსკენ წავიდა.

მას შემდეგ ოჯახი 55 წლის ქალს ეძებდა. ქმარმა და გოგონამ პოლიციას შეატყობინეს, რადგან მისი პოვნა ვერსად მოახერხეს, ვერც ხმელეთზე და ვერც ზღვაში.

საბოლოოდ, ქალი დღეს დილით, 11:30 საათზე იპოვეს. თუმცა, არა სანაპირო დაცვამ, არამედ Frontex-ის პილოტმა, რომელიც აღნიშნული ტერიტორიის ზემოთ დაფრინავდა.

აღმოჩნდა, რომ ქალი ზღვაში 11 კილომეტრით შორს გავიდა იმ სანაპიროდან, სადაც სასტუმრო მდებარეობს.

პორტის ხელმძღვანელის ცნობით, პოვნისას ქალს გონება დაკარგული არ ჰქონდა, თუმცა კოშმარული ღამის შემდეგ, შოკურ მდგომარეობაში იყო.

მან ზღვაში 20 საათი გაატარა წყლის გარეშე, თანაც კრეტას მზის ქვეშ, იმის მოლოდინში, რომ ვინმე მაინც დაინახავდა.

ქალი საავადმყოფოში ჰიპოთერმიით გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

onalem

ტესტ