fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი: ტურისტებმა ძვირფასეულობის მაღაზია გაძარცვეს

კუნძულ როდოსზე უცხოელი ტურისტები დააკავეს. მათ ძვირფასეულობის მაღაზიიდან 20 წყვილი ოქროს საყურე მოიპარეს. ოთხივე მათგანი მანქანით გაიქცა. ისინი მოგვიანებით აეროპორტში დააკავეს, როცა სამშობლოში დაბრუნებას ცდილოდბნენ.

უცხოელები არიან 46 და 24 წლის შვედეთის მოქალაქეები,  ასევე 24 წლის ფინელი და 31 წლის სლოვაკეთის მოქალაქე.

გავრცელებული ინფორმაციით, მათ მოქმედება გუშინ 17:00 საათზე დაიწყეს, როდესაც 46 წლის შვედი სწრაფი კვების ობიექტში შევიდა და მობილური ტელეფონი მოიპარა. 45 წუთის შემდეგ კი უცხოელების მთლიანი ჯგუფი ძვირფასეულობის მაღაზიას “ეწვია”.

მათ 5, 000 ევროს ღირებულების საყურეები (20 წყვილი) აიღეს და გაიქცნენ.

მაღაზიის მფლობელი მათ გამოედევნა, თუმცა, მანქანაში ჩასხდნენ და იმასაც კი ცდილობდნენ მას დასჯახებოდნენ.

საბოლოოდ, ტურისტებმა გაქცევა შეძლეს, თუმცა, მოგვიანებით როდოსის აეროპორტში, ყაჩაღობის ბრალდებით დააპატიმრეს.

onalem

ტესტ