fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი: ტრიკალას ციხეში უცხოელი პატიმარი სასტიკად სცემეს

გავრცელებული ინფორმაციით, ტრიკალას ციხეში ერთ-ერთ პატიმარს თავს სხვა პატიმრები დაესხნენ.

შემთხვევა დღეს დილით მოხდა და როგორც ცნობილია, სასტიკად ნაცემია 31 წლის ეგვიპტის მოქალაქე.

ის დაჟეჟილობებით ტრიკალას საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პატიმართან სასტიკი მოპყრობის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, პოლიცია გამოძიებას აწარმოებს.

ბოლო დროის მანძილზე საბერძნეთის ციხეებში არსებული მდგომარეობა კრიტიკულ ზღვარს აწევს.

onalem

ტესტ